ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გაწეული დახმარება, უკრაინა დღეს აღარ იარსებებდა. უკრაინა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, არ იარსებებდა.
ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინელი მებრძოლების სიმამაცე არ უნდა აღვნიშნოთ, რადგან ისინი მართლაც უდიდესი სიმამაცით იბრძოდნენ საკუთარი ქვეყნისთვის და მათთვის გაწეული დახმარებით განსაკუთრებული შედეგების მიღწევა შეძლეს, როდესაც საკუთარ თავზე გაცილებით დიდ სახელმწიფოს დაუპირისპირდნენ.
მაგრამ სრულიად მკაფიოდ ვთქვათ: დღეს უკრაინა არ იარსებებდა, რომ არა შეერთებული შტატების მიერ მისთვის გაწეული მილიარდობით დოლარის დახმარება, რომელიც ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაიწყო და ამ ადმინისტრაციის პირობებშიც გაგრძელდა.
განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჟურნალისტებთან საუბრისას.