კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის წარმომადგენლის პოსტი 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო ვაკანტური, ბოლოს მას ზურაბ აბაშიძე იკავებდა, რომელიც 10 ოქტომბერს ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასა და ალბანეთის რესპუბლიკაში საქართველოს პირველ არარეზიდენტ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.