მთავარისიახლეებიზუგდიდში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ზუგდიდში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება [Video]

Published on

ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ქირურგიული ოპერაცია ზუგდიდი რეფერალურ ჰოსპიტალში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
“ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული აქვს ჭრილობა მარჯვენა საზარდულის არეში. შარდის ბუშტის ირგვლივ დიდი ზომის ჰემატომა. მუცლის ღრუს სანაცია- დრენირების შემდგომი პერიოდი.
ამჟამად იმყოფება კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში,მართვით სუნთქვაზე”- განაცხადა საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ.
ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ტოლსტოის ქუჩაზე მოხდა. სისხლიან დაპირისპირებას მამა-შვილის დაჭრა მოყვა, გარდაცვლილია მამა, ხოლო შვილი გადაყვანილია კლინიკაში. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, ბიზნესმენ ზაურ კვიკვინიასა და მამა-შვილ ლაგვილავებს შორის სავარაუდოდ დავა ბიზნესწილებს უკავშირდება. კვიკვიიამ დანაშაულის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა ის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი – ორი ცალი პისტოლეტი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. გამოძიება ორი, ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით. დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...