მთავარისიახლეებიეკონომიკაფასები ზოგიერთი სახეობის პურზე 10-15 პროცენტით გაიზარდა

ფასები ზოგიერთი სახეობის პურზე 10-15 პროცენტით გაიზარდა

Published on

 

პირველი ივლისიდან დაახლოებით  10 თეთრით გაიზარდა ქვის, თეთრი, ბატონისებური პურის, პირველი ხარისხის პურის  ფასი. არსბული ინფორმაციით,   ზოგიერთ ქსელში პურის ფასმა 15 თეთრითაც მოიმატა.

პურის მცხობელთა ასოციაციაციის თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძს თქმით, “სუბსიდირება დასრულდა მიმდინარე თვის 1-ელ რიცხვში და კომპანიები, გამომდინარე ფქვილის ღირებულებიდან  იძულებული შეიქმნენ კორექტირება შეეტანათ ზოგიერთ ასორტიმენტში.

“ჩვენ მოვუმატეთ 10 თეთრი, მაგრამ, მე არ ვარ პასუხისმგებელი იმაზე, მაღაზიები როგორ იქცევიან ამ შემთხვევაში. იცით, ფასების ლიბერალიზაციაა, ზოგმა შეიძლება თავისი შეხედულებით ცოტა მეტიც დაადოს ფასი, რაც, მე ვთვლი, რომ ამ ეტაპზე არასწორი მოქმედება იქნება მათი მხრიდან”, — განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

დოლიძე ვარაუდობს, პურის ეს ფასი ოქტომბერ-ნოემბრამდე შენარჩუნდება.

სიახლეები

მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ციხე დატოვა

ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ციხე დატოვა. საპატიმროს დატოვებს მისი თანაგუნდელი ბადრი ჯაფარიძეც. ივანიშვილის...

საქართველო 2008 წელს ომის დაწყებას აღიარებს-ე.წ. სამხრეთ ოსეთის მედია

ოკუპირებული ცხინვალის პროპაგანდისტული მედია აქვეყნებს სტატიას, სადაც წერია, რომ "საქართველო აღიარებს 2008 წელს სამხრეთ...

უკრაინაში “აზოვის” 19 წლის მებრძოლი დაიღუპა

დარია ლოპოტინა, საძახისით “დელტა”, რომელიც “აზოვის” სპეციალიზებულ ბრიგადაში იბრძოდა, სლავიანსკის მიმართულებაზე ერთ-ერთი შეტაკების დროს...

ქუდზე კაცი უნდა ვიდგეთ რუსთაველზე, 4 ოქტომბერი საქართველოს გამარჯვების დღე იქნება – ჯაფარიძე

4-ში თქვენ, ჩვენ, ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ რუსთაველზე და ერთად უნდა გავაფორმოთ ჩვენი ქვეყნის...