მთავარისიახლეებიკულტურახვალ მზიურის პარკში "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ რიგით მეორე ფლიმარკეტი გაიმართება.

ხვალ მზიურის პარკში “თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ რიგით მეორე ფლიმარკეტი გაიმართება.

Published on

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ხვალ მზიურის პარკში “თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ რიგით მეორე ფლიმარკეტი გაიმართება.

ფლიმარკეტზე მისულ სტუმრებს, როგორც კერძო პირების პირადი ბიბლიოთეკის, ასევე ბუკინისტების მეორეული წიგნების გადაცვლა შეუძლიათ. ასევე, ახალი გამოცემების წიგნების, წიგნის თემატიკის სუვენირებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა ექნებათ. მეორე წიგნის ფლიმარკეტი განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვინც დასასვენებლად გამგზავრებას აპირებს და საკითხავს ეძებს.

ფლიმარკეტის ტერიტორიაზე მისულ სტუმრებს საქართველოს ბანკის მიერ მოწყობილ ზონები დახვდებათ, სადაც მათ განტვირთვის, კითხვისა და დასვენების შესაძლებლობა ექნებათ.

“წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში დაგეგმილი წიგნის ფლიმარკეტი, მკითხველთა დასაახლოებლად, წიგნის უფრო ხელმისაწვდომობისა და კითხვის პოპულარიზაციის მიზნით იმართება.

ინფორმაციისთვის, იუნესკოს პროექტი “თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, თბილისის მერიის ინიციატივითა და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება. World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...