მთავარისიახლეებიმსოფლიოკამჩატკაში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ცხედრების ამოყვანის პროცესი დაიწყო

კამჩატკაში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ცხედრების ამოყვანის პროცესი დაიწყო

Published on

რუსული მედიის ცნობით, მაშველებმა კამჩატკაში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ცხედრების ამოყვანის პროცესი დაიწყეს.ამ დროისთვის ნაპოვნია 6 გარდაცვლილის ცხედარი.

შეგახსენებთ, რუსეთში, კამჩატკაში ავიაკატასტროფა გუშინ მოხდა. კამჩატკის საავიაციო უწყების თანახმად, სამგზავრო  ორძრავიან ტურბოხრახნიანი თვითმფრინავი ,,ან-26”-პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან პალანასკენ მიემართებოდა.

თვითმფრინავთან კავშირი  დასახლება პალანამდე 9 კილომეტრის დაშორებით გაწყდა.   იგი  ჯერ რადარებიდან გაქრა, ხოლო როგორც მალევე დადგინდა, ზღვაში ჩავარდა.

ბორტზე28 ადამიანი – 22 მგზავრ და ეკიპაჟის 6 წევრი – იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფის შედეგად არავინ გადარჩენილა.

სააგენტო “ინტერფაქსი” წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაშვებისთვის  მზადების დროს, ცუდი ხილვადობის პირობებში, სავარაუდოდ თვითმფრინავი კლდეს შეეჯახა

კამჩატკის გუბერნატორმა ვლადიმერ სოლოდოვმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

“ტასსის” ცნობით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ექსპლუატაცია 1982 წლიდან დაიწყო. მსგავსი ტიპის საბჭოთა თვითმფრინავების დღემდე ათობით კატასტროფის შესახებ არის ცნობილი.

ერთ-ერთი შემთხვევა 2012 წელს ასევე კამჩატკაზე მოხდა. მაშინ “ან-28” ტყეში ჩამოვარდა და 10 ადამიანი იმსხვერპლა. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ორივე პილოტი მთვრალი იყო

 

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ...

ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი ალექსეი პიმანოვი მოკვდა

ალექსეი პიმანოვი მოკვდა - რუსპროპაგანდის ერთ-ერთი „Звезда“ და ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი: ადამიანი, რომელმაც...

პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლო კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის კიდევ ერთ სარჩელს განიხილავს

მზია ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ - პარასკევს, 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მზია ამაღლობელის...

“სიტყვამ “რევოლუცია” არ შეგაშინოს მკითხველო!…” – შოთა თუთბერიძის დასკვნითი სიტყვა

"სიტყვამ "რევოლუცია" არ შეგაშინოს მკითხველო!..." - ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით დაიწყო უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ...