მთავარისიახლეებიმსოფლიოსომხური „კონიაკი“ამ სახელწოდებით აღარ გაიყიდება

სომხური „კონიაკი“ამ სახელწოდებით აღარ გაიყიდება

Published on

10 ივნისს ერევანში დადებული ხელშეკრულების თანახმად, სომხური სასმელის მწარმოებლებმა დასახელებაში სიტყვა „კონიაკი“ 2032 წლიდან აღარ უნდა გამოიყენონ, სანაცვლოდ კი ისინი ევროკავშირისგან 3 მილიონ ევროს მიიღებენვროკავშირი კრძალავს ტერმინ „კონიაკის“ გამოყენებას იმ სასმელებისათვის, რომლებიც კონიაკის რეგიონში არ იწარმოება. ამავე შეთანხმების მიხედვით, შუშხუნა ღვინის მწარმოებლებმა 4 წლის განმავლობაში უნდა თქვან უარი თავიანთი სასმელისთვის „შამპანურის“ დარქმევაზე.

ამ შეთანხმებას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება სომხეთზე, რამდენადაც ამ ქვეყნის ექსპორტის 7,5 პროცენტს სპირტიანი ალკოჰოლური სასმელები შეადგენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ბაზარი, რომელზეც სომხური ბრენდის ექსპორტის 79 პროცენტი მოდის. იქ სომხურ სასმელს განსაკუთრებით აფასებენ ფასისა და ხარისხის შეფარდების გამო – დიდი ხნის დაძველების სომხური ბრენდი ფრანგულ ეკვივალენტზე 90 პროცენტით ნაკლები ღირს.კონიაკი ბრენდის ნაირსახეობაა, რომელსაც სახელი დამზადების ადგილის მიხედვით ეწოდება.

სომხური ბრენდის მწარმოებლებმა ჯერ არ იციან, თუ რა სახელით გაყიდიან სახელგანთქმულ ალკოჰოლურ სასმელს, რომელიც აქამდე მომხმარებლისთვის „კონიაკის“ სახელით იყო ცნობილი.

რუსეთში სიტყვა „ბრენდი“ პოპულარული არ არის და სომხეთის მწარმოებლები ახლა მსჯელობენ, თუ რა სახელით გავიდეს სასმელი ამ ბაზარზე.

სომხეთში ბრენდის მასობრივი წარმოება 1887 წელს დაიწყო. არარატის მთის მახლობლად მოწეული ყურძნისგან დამზადებულმა სასმელმა მალე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. სომხეთში ამბობენ, რომ ამ ქვეყანამ სიტყვა „კონიაკის“ გამოყენების უფლება 1902 წელს მოიპოვა, როდესაც მათმა სასმელმა პრესტიჟულ კონკურსში ფრანგულ მეტოქეს აჯობა. ამ ვერსიას ადასტურებს არაერთი ფრანგული და ინგლისურენოვანი წყარო, სადაც ნათქვამია, რომ ფრანგმა მსაჯებმა სასმელს კონიაკის ტიტული მიანიჭეს.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...