მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართა

ზუგდიდში ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართა [Video]

Published on

ზუგდიდში მასმედიის წარმომადგენლების მხარდასაჭერი მდუმარე აქცია გაიმართა. აქციაში რეგიონში მოქმედი მედიასშუალებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აქციის მონაწილეებმა დაგმეს გუშინ თბილისში მასმედიაზე განხორციელებული ძალადობა. მათ ყველა დამნაშავის გამოვლენა და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა მოითხოვეს.
მედიის მხარდამჭერი აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად დაიგეგმა. რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 16 მედიასაშუალების 50-ზე მეტი წარმომადგენელი.
ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია ტელევიზიების და ონლაინ გამოცემების ტექნიკა.

ტელერადიოკომპანია “ოდიშმა” გუშინ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების გამო, სრულ მხარდაჭერას და თანადგომას უცხადებს კოლეგებს, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყანაში დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლება, ხოლო ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლა დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...