მთავარისიახლეებისაზოგადოებასტიქიამ სამეგრელო დააზარალა

სტიქიამ სამეგრელო დააზარალა [Video]

Published on

ნახევარსაათიანი ძლიერი სტიქიის შედეგად, სამეგრელოს უდიდეს ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდა. ძლიერმა წვიმამ და ქარმა ზუგდიდი-წალენჯიხის ელექტრომაგისტრალი დააზიანა, ხის წაქცევის შედეგად გაწყვეტილია სადენები.
დაზიანებული მაგისტრალის გამო ზუგდიდის ნაწილს, აბაშას, წალენჯიხას, მარტვილსა და ჩხოროწყუს ელექტროენერგია არ მიეწოდება. წალენჯიხაში რამდენიმე ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა, ქარმა სახლებს სახურავი ახადა.
გარდა ამისა, ნახევარსაათიანმა ძლიერმა ქარმა და წვიმამ გაანადგურა ნარგავები, ხეხილი და თხილნარი. ადგილობრივები ამბობენ, რომ ნარგავები მინარალური სასუქით უკვე შეწამლული ჰქონდათ და დამატებით მისი ყიდვის საშუალება არ აქვთ, ამიტომ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
ძლიერი ქარი და ტექნიკისთვის მიუვალი ადგილი აღდგენით სამუშაოებს ართულებს. უცნობია, როდის აღდგება ელექტრომომარაგება.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...