მთავარისიახლეებისამართალი"დროზე გაანძრიე ეგ ტ**ი, შენი!..." - დაკავეს პირი, რომელიც ბიჭს მოწყალების თხოვნას...

“დროზე გაანძრიე ეგ ტ**ი, შენი!…” – დაკავეს პირი, რომელიც ბიჭს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

Published on

შსს ავრცელებს ვიდეომასალას და ოპერატიულ ჩანაწერს, სადაც სატელეფონო დიალოგია ასახული და რითაც მტკიცდება, რომ თბილისში ერთი კაცი მეორეს, დღის განმავლობაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა და პერიოდულად ამოწმებდა, რა თანხა დააგროვა.

შსს-მ გამოძიებით დაადგინა, რომ:
“ბრალდებულმა გ.ჩ.-მ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გეგმა. იგი 1976 წელს დაბადებულ ნ.ჩ.-ს სისტემატურად უწევდა შრომით ექსპლუატაციას, კერძოდ, დამცირებით, აბუჩად აგდებით და ფიზიკური ძალადობის გამოყენების მუქარით, აიძულებდა თბილისის სხვადასხვა ქუჩებში, ყოველდღიურად მოწყალება ეთხოვა. ბრალდებული ნ. ა.-ს მიერ აღნიშნული გზით შეგროვებულ თანხებს ისაკუთრებდა.
ტრეფიკინგის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები და სატელეფონო ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...