წუხელ, ანაკლიაში მეთევზეებმა გარდაცვლილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლის გვამი აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა, ჭრილობა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. შსს ინფორმაციით, გარდაცვლილი 32 წლის გიორგი სოსელიაა. ის ზუგდიდის საპატრულო პოლიციის ასმეთაურად მუშაობდა. გვიან ღამემდე შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც სავარაუდოდ თვითმკვლელობა მოხდა და გარდაცვლილის კუთვნილი ოპელის მარკის ავტომანქანა. შსს ინფორმაციით, მომხდარ ფაქზე საქმე 115 -ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სიახლეები
საზოგადოება
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა,...
საზოგადოება
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 1 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პირებიდან კიდევ ერთს, ვახტანგ ფიცხელაურს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს.
აღნიშნულ...
საზოგადოება
ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ მიმდინარე პროცესებში საქართველო ლიდერი იყოს – ალიანსი
ოპოზიციის ალიანსმა საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
განცხადებები გიგი...
საზოგადოება
მარეგულირებელი აქტის გარეშე ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევა ექსპერიმენტული იარაღია – საია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ისინი აგრძელებენ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევასთან დაკავშირებული საქმის...