მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში დიდი შვიდეულის (G-7) ელჩებს უმასპინძლა

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში დიდი შვიდეულის (G-7) ელჩებს უმასპინძლა

Published on

დიდი შვიდეულის (G-7) ქვეყნების ელჩები უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს სტუმრობდნენ და ქვეყანაში მისი თაოსნობით ჩატარებული და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს, ასევე, მისგან მიიღეს ინფორმაცია უკრაინაში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ.

შეხვედრის ამსახველი ფოტოები მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

“ვენახში, სადაც დარგული მაქვს საფერავი, რომელმაც წელს პირველად გაიხარა, მივიღე დიდი შვიდეულის ელჩები, აშშ, კანადის, ინგლისის, ევროკავშირის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, იაპონიის და ასევე უკრაინის მთავრობის რამდენიმე წევრი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძელით
რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება წინა დღეებში და ხვალ მზადდება ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

ბოჭორიშვილი- EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ

ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება,...

საიამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოიგო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა,...

“დროა”-ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში, ციხეში,...

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

გაზეთ Ведомости-ს ინფორმაციით, რუსეთი საწვავის იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დასაწესებლად შესაბამისი სუბსიდიების შემოღებას განიხილავს,...