მთავარისიახლეებიმსოფლიოსირიაში აშშ-ის ძალების პოზიციების წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

სირიაში აშშ-ის ძალების პოზიციების წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

Published on

სირიაში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას CNN სირიაში აშშ-ის სამხედრო პოლკოვნიკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც აშშ-მ ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო დაჯგუფებები დაბომბა.

“სირიაში აშშ-ის ძალების მიმართ რამდენიმე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. დაშავებული არავინაა, მიმდინარეობს ზარალის შეფასება”,- თქვა სირიაში აშშ-ის მისიის წარმომადგენელმა.

პოლკოვნიკ უინ მაროტოს არ დაუკონკრეტებია, ვინ არის პასუხისმგებელი სარაკეტო თავდასხმაზე.

შეგახსენებთ, გუშინ 28 ივნისს ინფორმაცია გავრცელდა, რომ აშშ-მ ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმა დაიწყო. პენტაგონის ინფორმაციით, გასროლა “ოპერაციული და იარაღის შესანახ” ობიექტზე განხორციელდა.

სიახლეები

ანაკლიაში, იახტ-კლუბის ტერიტორიაზე, კაცი წყალში ჩავარდა და დაიხრჩო

ანაკლიაში, ყოფილი იახტ-კლუბის ტერიტორიაზე, კაცი დაგუბებულ წყალში ჩავარდა და დაიხრჩო. მისი ცხედარი საგანგებო სიტუაციათა...

რუსული Су-27УБ ავიაგამანადგურებელი ავაფეთქეთ – ГУР

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР)იტყობინება, რომ 26 ივლისის ღამით რუსეთში კრასნოდარის მხარეში მდებარე აეროდრომ არმავირზე Су-27УБ ტიპის...

3 წლის ბავშვის მსხვერპლით დასრულებული ავარიის დეტალები – ტრაგედია ხობში

ერთი პირია დაკავებული და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების...

სამწუხაროდ, ქართული ოცნება ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას-დიდი ბრიტანეთის საელჩო

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში განცხადებას აქვეყნებს სადაც წერს, რუსეთის მტრულ ქმედებების საპასუხოდ სანქციები დაუწესეს...