ანაკლიაში მეთევზეებმა გარდაცვლილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლის გვამი აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა, გარდაცვლილს შუბლზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გარდაცვლილი 32 წლის გიორგი ს. – იაა. ის წარმოშობით ოკუპირებული საბერიოდანაა და ზუგდიდის საპატრულო პოლიციის ასმეთაურად მუშაობდა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ტაბელური იარაღი, რომლიდანაც სავარაუდოდ მოხდა გასროლა. შსს -ის ინფორმაციით, საქმე აღძრულია 115 -ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე მუშაობას განაგრძობს ტელეკომპანია ‘ოდიში’ -ს გადამღები ჯგუფი. ვიდეოკადრებს ანაკლიიდან უახლოეს პერიოდში საინფორმაციო სააგენტო ODISHINEWS -ზე შემოგთავაზებთ.
სიახლეები
სიახლეები
პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის...
სამართალი
ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს.როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას...
სიახლეები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბრიდან ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ...
სიახლეები
სხვადასხვა ნივთში დამალული ოქრო გადმოჰქონდა – საგამოძიებომ სარფში 1 პირი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით...