მთავარისიახლეებიმსოფლიოქაბულის მთავრობა აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ, შესაძლოა, 6-12 თვეში დაეცეს.

ქაბულის მთავრობა აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ, შესაძლოა, 6-12 თვეში დაეცეს.

Published on

“ავღანელებს საკუთარი თვითონ მოუწევთ გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი, თუ რა სურთ. უგუნური ძალადობა უნდა შეწყდეს” – თქვა ჯო ბაიდენმა ავღანელ კოლეგებთან შეხვედრის დროს. მისი თქმით, ქვეყნიდან ჯარების გამოყვანის მიუხედავად, აშშ ავღანეთის მთავრობის მიმართ თანადგომას შეინარჩუნებს.

25 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანისა და მის ყოფილ პოლიტიკურ კონკურენტს, აბდულა აბდულას შეხვდა. შეხვედრა თეთრ სახლში ჩატარდა და განიხილებოდა აშშ-ს მხარდაჭერის საკითხი ავღანეთის მიმართ.

ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის თქმით, ავღანეთის სამთავრობო ძალებმა თალიბანისგან ექვსი რაიონი დაიბრუნეს. ასევე, მან თქვა, რომ ავღანურ-ამერიკული ურთიერთობები ახალ დონეზე გადადის.

საუბრის დაწყებამდე, ჯო ბაიდენმა ამ დღეებში აშშ-ს კონგრესს სთხოვა $3.3 მილიარდის გამოყოფა ავღანეთის უსაფრთხოებისთვის, ამას გარდა აშშ ავღანეთს 3 მილიონ დოზა Covid-19-ის ვაქცინას გაუგზავნის. ამ ყველაფრის მიუხედავად, ამერიკულმა მხარემ ნათლად აჩვენა, რომ ქვეყნიდან ჯარების გამოყვანის პროცესს არ შეაჩერებს.

პარალელურად, ავღანეთში დაძაბული სიტუაციაა და თალიბანი უფრო და უფრო იმყარებს გავლენას და იკავებს რაიონებს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა აშშ-ს დაზვერვის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქაბულსი მთავრობა აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ, შესაძლოა, 6-12 თვეში დაეცეს.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო.

თალიბანის დაწინაურების გამო, აშშ ჯარების გაყვანის შენელებას და ბაგრამის ავიაბაზის დროებით შენარჩუნებას განიხილავს.

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ...

ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი ალექსეი პიმანოვი მოკვდა

ალექსეი პიმანოვი მოკვდა - რუსპროპაგანდის ერთ-ერთი „Звезда“ და ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი: ადამიანი, რომელმაც...

პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლო კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის კიდევ ერთ სარჩელს განიხილავს

მზია ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ - პარასკევს, 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მზია ამაღლობელის...

“სიტყვამ “რევოლუცია” არ შეგაშინოს მკითხველო!…” – შოთა თუთბერიძის დასკვნითი სიტყვა

"სიტყვამ "რევოლუცია" არ შეგაშინოს მკითხველო!..." - ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით დაიწყო უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ...