მთავარისიახლეებისაზოგადოებაუკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ფინანსურმა პოლიციამ სამეგრელოში სამი პირი დააკავა

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ფინანსურმა პოლიციამ სამეგრელოში სამი პირი დააკავა [Video]

Published on

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, სამი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისა და მოსაკრებლისათვის თავის არიდების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკში ვალუტის გადამცვლელი პუნქტის სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, ქ.ზუგდიდში, ქ.ფოთსა და ქ.სენაკში ახორციელებდნენ ეროვნული და უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს.
გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით თანხა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...