მთავარისიახლეებიირაკლი გაწერელიას ცოლმა, საკრებულოს სხდომაზე, ენმ-ის წევრს წითელი საღებავი შეასხა

ირაკლი გაწერელიას ცოლმა, საკრებულოს სხდომაზე, ენმ-ის წევრს წითელი საღებავი შეასხა [Video]

Published on

ზუგდიდში, საკრებულოს სხდომაზე მისულმა, 2020 წელს ავტოასაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული სუს-ის რეგიონალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ენმ-ის წევრის ირაკლი გაწერელიას ცოლმა ფატი შენგელიამ ენმ-ის ერთერთ ადგილობრივ ლიდერს თემურ ბასილაიას წითელი საღებავი შეასხა.

ამ ზომას ფატიმა შენგელიამ მას შემდეგ მიმართა, რაც 2020 წელს მომხდარი ავარიის გამო დაწყებული გამოძიების შემდეგ, სასამართლო სხდომაზე, სადაც ავარიის დეტალები განიხილებოდა, ენმ-ის არცერთი წარმომადგენელი არც ცენტრალური, არც რეგიონალური ოფისიდან არ გამოცხადდა.

“ნამდვილად არ მინდოდა ზუგდიდიდან დამეწყო, მაგრამ ვხედავ, მომიწევს. ხვალ 22 ივნის 14 საათზე, საკრებულოს წინ უნდა შევეგებო მას, ვინც გადააბიჯებს 9 წლიანი ბრძოლის გამო აქ ჩახოცილ, მთელი ცხოვრება თანამდგომ, მებრძოლ, ბიჭებს. (იკა იცი რაო??? სასამართლო პროცესზე კი დაგტოვეთ თქვენი სულები უპატრონოდო, მაგრამ საკრებულოს ვერ დავტოვებთო)”, – დაწერა 21 ივნისს ფატიმა შენგელიამ “ფეისბუქზე”

თემურ ბასილაიას ფატიმა შენგელიასთვის პასუხი არ გაუცია. მან ბოდიში მოიხადა, განაცხადა, რომ ფატიმა შენგელიას სჭირდება თანადგომა, “მათ შორის, ფსიქოლოგიურიც” და საკრებულოს სხდომა “ევროპული საქართველოს” წევრ ბათლომე შელიასთან ერთად დატოვა.

შეგახსენებთ, შემზარავი ავტოავარია თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მაშინ მოხდა, როცა ენმ-ის ზუგდიდისა და სამეგრელოს სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, 2020 წლის 29 ოქტომბერს თბილისში ჩატარებული შეკრების შემდეგ შინ ბრუნდებოდნენ. მიკროავტობუსს, სადაც ისინი ისხდნენ, უკნიდან ტრაილერი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ნაციონალური მოძრაობის 6 წევრი გარ­და­იც­ვა­ლა, 10-მა მგზავ­რმა კი სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-8 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნარეობდა.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...