მთავარისიახლეებიმსოფლიოსომხეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია 

სომხეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია 

Published on

სომხეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

არჩევნებში 25 პოლიტიკური ძალა – 21 პარტია და 4 ალიანსი მონაწილეობს.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილით 8:00 საათზე გაიხსნა. 2008 საარჩევნო უბნიდან 479 ერევანშია განთავსებული, 1529 – რაიონებში.

არჩევნებში მთავრობის ყველაზე დიდ ოპონენტად პარტიები “აყვავებული სომხეთი” და “გაბრწყინებული სომხეთი” ითვლებიან.

ქვეყნის ტერიტორიაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. მიუხედავად ამისა, სომხური მედიის  ინფორმაციით დღეს დილით პრემიერმინისტრობის კანდიდატის, არმან ბაბაჯანიანის ავტომანქანა დაცხრილეს. ინციდენტი ადგილობრივი დროით 9:30 საათზე მოხდა. შემთხვევის დროს ბაბაჯანიანი ავტომანქანაში არ იმყოფებოდა.

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ნიკოლ პაშინიანმა ოპოზიციის მასშტაბური პროტესტის შემდეგ, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით დაინიშნა

სიახლეები

პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებს ბრალდება წარუდგინა

ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურსა...

რაჟდენ კუპრაშვილი დაასანქცირეს

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი დასანქცირებულია - რაჟდენ კუპრაშვილს შეზღუდვები ლიეტვუამ დაუწესა. დასანქცირებულთა შორის არიან მოსამართლეები...

ყველაფერი ღარიბაშვილის გარშემო ტრიალებს, ბურჭულაძის ბედი მასზეა დამოკიდებული – ხიდაშელი

ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის გარშემო დაწყებული გამოძიება არ შეეხება...

მომავალი ლიდერები – ბილიველებმა განათლებისა და მოხალისეობის წელიწადი შეაჯამეს

XI თაობის ბილიველებისთვის სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დასკვნითი ღონისძიება კოლხეთის ეროვნულ პარკში გაიმართა, სადაც...