მთავარისიახლეებიკონფლიქტებისოფელ აიბღას ფორმალური ანექსია საქართველოს ოკუპაციის გაგრძელებაა - საგარეო საქმეთა სამინისტრო

სოფელ აიბღას ფორმალური ანექსია საქართველოს ოკუპაციის გაგრძელებაა – საგარეო საქმეთა სამინისტრო

Published on

რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის სოფელ აიბღას ნაწილი საკადასტრო რუკაზე მოსკოვმა თავის ტერიტორიად გაიფორმა. ინფორმაცია ამის შესახებ დემოკრატიის კვლების ინსტიტუტმა (DRI) 18 ივნისს გაავრცელა, რომელსაც მეორე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთი, რომელიც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციას, ეფექტურ კონტროლსა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესს ახორციელებს გაგრის მუნიციპალიტეტის სოფელ აიბღას ფორმალური ანექსიის მიმართულებით წლებია დგამს ნაბიჯებს.

“მოსკოვის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის სოფელ აიბღას ნაწილის თავის ტერიტორიად გაფორმება რუსეთის საკადასტრო რუკაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს წარმოადგენს.

საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ურღვეობა გარანტირებულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებით, გაეროს წესდებითა და ჰელსინკის დასკვნითი აქტით. საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელყოფა რუსეთის მიერ კი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს ისევე, როგორც მოსკოვის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს”, — აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მათივე თქმით, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი მონაკვეთების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი ორმხრივ ფორმატში მხოლოდ მას შემდეგ განახლდება, რაც რუსეთის ფედერაცია ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს სრულად შეასრულებს, მოახდენს საქართველოს აფხაზეთისა და რეგიონების სრულ დეოკუპაციას და შეცვლის უკანონო გადაწყვეტილებას მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...