მთავარისიახლეებისამართალიათენში ქალი, რომელიც 11 თვის ჩვილის გვერდით დაახრჩვეს, ქართველი ყაჩაღების...

ათენში ქალი, რომელიც 11 თვის ჩვილის გვერდით დაახრჩვეს, ქართველი ყაჩაღების კი არა, მისი ქმრის მოკლული აღმოჩნდა

Published on

ათენში კაცმა ცოლი 11 თვის ჩვილის გვერდით დაახრჩო და მკვლელობა ქართველ ყაჩაღებს დააბრალა

ქმარი, რომლის ახალგაზრდა ცოლის გვამი 11 თვის ჩვილის გვერდით იპოვეს, მკვლელობაში გამოტყდა. იქამდე ითვლებოდა, რომ ბრიტანელი ქალი სახლში შეჭრილმა ქართველმა ყაჩაღებმა მოკლეს.

ხუთშაბათს 32 წლის პილოტი პოლიციამ ვერტმფრენით ალონიოსის კუნძულიდან ათენში გადაიყვანა, სადაც ის ცოლის მემორიალურ სერვისს ესწრებოდა. ქმარი რამდენიმე საათის შემდეგ გამოტყდა.

იქამდე იგი ამტკიცებდა, რომ ცოლი სახლში შეჭრილმა ყაჩაღებმა მოუკლეს, რომლებიც 11 მაისს ათენის გარეუბანში მდებარე სახლში შევარდნენ. მისი თქმით, სამმა ყაჩაღმა დააბეს და ჯერ ცოლი მოუკლეს, შემდეგ კი €15,000 წაიღეს. მისივე თქმით, ყაჩაღებმა მოუკლეს ძაღლიც.

თუმცა გამოძიებისას კაროლინის smart watch-მა აჩვენა, რომ მისი გული მაშინაც მუშაობდა, რა დროსაც, ქმრის მტკიცებით, მკვდარი უნდა ყოფილიყო. ხოლო, ქმრის მობილურმა ტელეფონმა იმ დღის განმავლობაში ქმრის მოძრაობები გამოააშკარავა – რა დროსაც ის ამტკიცებდა, რომ გაკოჭილი იყო, სინამდვილეში სახლის გარშემო მოძრაობდა. საწინააღმდეგოს ამტკიცებდა სათვალთვალო კამერაც.

მოკლული 20 წლის კაროლინი სხვენში იპოვეს. ის 11 თვის ჩვილის გვერდით დაახრჩვეს. ბავშვი დაშავებული არ არის.

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავეს

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, დაკავებისას შეუძლოდ...

მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას ოჯახის წევრებს სახლში მიუსამძიმრა და პანაშვიდი აღავლინა

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს...

აფეთქება, ორი საფლავი და რუსი გენერლის საიდუმლო დაკრძალვა

ვინ იყო იგორ ერუსალიმოვი და რატომ უკავშირებენ მის სიკვდილს მოსკოვის რესტორან Balzi Rossi-ზე მოწყობილ...

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...