მთავარისიახლეებიმსოფლიოუეფა საფეხბურთო კლუბებსა და სპორტსმენებს მიმართავს თხოვნით შეწყვიტონ აქცია კოკაკოლას წინააღმდეგ 

უეფა საფეხბურთო კლუბებსა და სპორტსმენებს მიმართავს თხოვნით შეწყვიტონ აქცია კოკაკოლას წინააღმდეგ 

Published on

უეფას ადმინისტრაცია Euro 2020-ში მონაწილე საფეხბურთო კლუბებსა და სპორტსმენებს მიმართავს თხოვნით  შეწყვიტონ სტრატეგიულად განთავსებული სპონსორი კომპანიების ბოთლების გადაადგილება.

“წესების დაცვა აუცილებელია, რადგან სპონსორი კომპანიების შემოსავლები მნიშვნელოვანია აღნიშნული ტურნირისა და ევროპული ფეხბურთისათვის”. – თქვა ტურნირის ხელმძღვანელმა, მარტინ კალენმა.

უეფას მიმართვა კრიშტიანუ რონალდუს,  მოლ პოგბამს და მანუელ ლოკატელის მოქმედებით გამოწვეულ მოვლენებს უკავშირდება,კოკა-კოლის ბოთლების დემოსტრატიულ გადადებას განზე და  და სანაცვლაოდ წყლის ბოთლის დადგას.

ამ მოქმედებას კოკა-კოლის აქციების მკვეთრი ვარდნა მოჰყვა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 6 მილიარდი დოლარით შემცირდა.

ზუსტი მონაცემები ცნობილი არ არის, თუმცა უეფა ტოპ 10 დამფინანსებლიდან თითქმის 600 მილიონ დოლარს იღებს. კოკა-კოლა და ჰაინეკენი კი Euro 2020-ის მთავარი სპონსორები არიან.

ანალიტიკოსების შეფასებით, ცნობილ სახეებს დიდი გავლენა აქვთ როგორც მომხმარებლებზე, ასევე საფონდო ბირჟებზე. მათი მხრიდან ნეგატიური შეფასება ან ქმედება, როგორც წესი, აქციების ფასებზე შესაბამისად აისახება ხოლმე.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...