მთავარისიახლეებიმსოფლიონიკოლ ფაშინიანი: მზადა ვარ ჩემი შვილი აზერბაიჯანში დაკავებულ სომეხ სამხედრო ტყვეებში...

ნიკოლ ფაშინიანი: მზადა ვარ ჩემი შვილი აზერბაიჯანში დაკავებულ სომეხ სამხედრო ტყვეებში გავცვალო

Published on

“ოფიციალურად ვეუბნები ალიევს, რომ ვაძლევ ჩემს შვილს ყველა ტყვის სანაცვლოდ”. – სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეს განცხადება ქალაქ აპარანში მოსახლოებასთან შეხვედრის დროს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტების სერჟ სარქისიანის და რობერტ კოჩარიანის საპასუხოდ გააკეთა და დ თქვა, რომ უფლებამოსილებას აძლევს, ამ საკითხზე მოლაპარაკაბები აწარმოონ.

“არ გეგონოთ, რომ ამას ემოციურად ვამბობ. ვამბობ ოფიციალურად. წადით და აწარმოეთ მოლაპარაკებები”. – თქვა ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ოპონენტებისგან პასუხს ელოდა.

საკითხს გამოეხმაურა ფაშინიანის შვილიც.

“მზად ვარ, სომეხი სამხედროების ნაცვლად წავიდე აზერბაიჯანში მძევლად ან ნებისმიერი სხვა პირობით. ყოველთვის ვიყავი და ვარ მზად. ზოგიერთი პოლიტიკური წრე ამ საკითხით მანიპულირებს და ფიქრობს, რომ ჩვენთვის, ჩვენი ოჯახისთვის არსებობს წითელი ხაზები როცა საქმე ქვეყნის სამსახურს ეხება”. – წერს აშოტ ფაშინიანი Facebook-ზე.

ფაშინიანის შვილი აღნიშნავს, რომ თუ ყოფილ პრეზიდენტებს ასეთი შეთანხმების მიღწევის საშუალება აქვთ, ეს უნდა გააკეთონ, სხვა მხრივ კი “მათი სიტყვები და გამოთქმები უბრალოდ შანტაჟია”.

სიახლეები

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...

სააპელაციომ საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა

19 წლის საბა ჯიქია სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვა. გადაწყვეტილება...

აგენტობის ბრალდებით დაკავებული ახალგორელი სტუდენტი პატიმრობაში გაუშვეს

აგენტობის ბრალდებით დაკავებული ახალგორელი სტუდენტი, თამაზ გოლოევი წინასწარ ორ თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება...

ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ...