მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში, ერთ-ერთ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები ისევ სამმართველოსთან შეიკრიბნენ

ზუგდიდში, ერთ-ერთ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები ისევ სამმართველოსთან შეიკრიბნენ

Published on

ზუგდიდში კომბინატის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები დღეს ისევ დევნილთა სამმართველოს შენობასთან მივიდნენ. ისინი ხელმძღვანელი პირებისგან ითხოვენ პასუხს, თუ რატომ ვერ მოხვდნენ მიმდინარე ბინების განაწილებაში. ერთ კვირაზე მეტია, რაც კომბინატში მცხოვრები 10 ოჯახი სამმართველოს წარმომადგენლებისგან პასუხს უშედეგოდ ელოდება. რამდენიმე დღის წინ ისინი სამმართველოს ხელმძღვანელის კაბინეტშიც შეიჭრნენ. დევნილები ამბობენ, რომ არ აქვთ წყალი, სველი წერტილები და შუქი, რადგან შენობა ავარიულია და ინგრევა. მათივე თქმით, წვიმის დროს წყალი ჩადის რადგან შენობაში კარ-ფანჯარა არაა. სამხარაულის დასკვნის თანახმად, შენობა, რომელშიც ისინი ახალა ცხოვრობენ, დანგრევის პირასაა.იმის გამო, რომ შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და ინგრევა, ხელისუფლებამ 3 თვის წინ ელექტროსადენები გადაჭრა და იქ მცხოვრები ადამიანები უშუქოდ დატოვა. ერთადერთი, ვინც დევნილთა სამმართველოს კიბეებზე მყოფ ოჯახებთან მივიდა საპატრულო პოლიციაა. მათ განაცხადეს, რომ აღნიშნული უწყების თანამშრომლები რაიონებში მონიტორინგზე არიან წასული და ადგილზე არ იმყოფებიან.

სიახლეები

აშშ-მა ბრიტანეთის სამხედრო ბაზიდან B-1 ტიპის ბომბდამშენები გაიყვანა

შეერთებულმა შტატებმა გაერთიანებული სამეფოს RAF Fairford-ის ავიაბაზიდან B-1 ტიპის ბომბდამშენები გაიყვანა მას შემდეგ, რაც...

გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის ქართული გვარებისა და ეროვნების შეცვლის “კანონპროექტს” განიხილავენ

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის ქართული გვარებისა და ეროვნების შეცვლის "კანონპროექტს" განიხილავს....

უკრაინამ რუსეთის მიმართულებით 250-ზე მეტი დრონი გაუშვა

უკრაინამ რუსეთის მიმართულებით 250-ზე მეტი დრონი გაუშვა - საჰაერო თავდაცვაა ამოქმედებული მოსკოვშიც - ინფორმაცია...

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...