მთავარისიახლეებიეკონომიკა დღეს ერთი დოლარის ღირებულება 3,1524 ლარი გახდა

 დღეს ერთი დოლარის ღირებულება 3,1524 ლარი გახდა

Published on

3 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 7 თეთრით გამყარდა და ერთი დოლარის ღირებულება 3,1524 ლარი გახდა — ეროვნული ვალუტა ამაზე მეტად გამყარებული ბოლოს 2020 წლის სექტემბერში იყო.

ევროსთან მიმართებით კი, ეროვნული ვალუტა 8,13 თეთრით გამყარდა და ერთი ევრო 3,8425 ლარს გაუტოლდა.

შეგახსენებთ, რომ ლარის კურსის მერყეობის შესამცირებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს შვიდი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯამურად 242,9 მლნ დოლარი გაყიდა. მათ შორის, ბოლო სავალუტო აუქციონი 22 აპრილს შედგა, სადაც ეროვნულმა ბანკმა 30 მილიონი დოლარი გაყიდა.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი დღეს, 4 ივნისს შევიდა ძალაში

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...