მთავარისიახლეებისაზოგადოებაოკუპანტთა აპარატურა ჩვენი ძალოვნების საუბრების მოსმენისკენაა მიმართული - ქაცარავა

ოკუპანტთა აპარატურა ჩვენი ძალოვნების საუბრების მოსმენისკენაა მიმართული – ქაცარავა

Published on

ანტიოკუპაციური მოძრაობა ძალა ერთობაშიას ლიდერი დავით ქაცარავა ხურვალეთში ოკუპანტთა აქტიურობის შესახებ დამატებით დეტალებზე წერს და აღნიშნავს, რომ ინფორმაცია, რომელსაც ასაჯაროვებს, შესაბამისი სფეროს ექსპერტმა მიაწოდა.

დავით ქაცარავა იმ ტექნიკურ რესურსს ასახელებს, რომელსაც, სავარაუდოდ, გრუ და ფსბ ოკუპაციის ზოლზე გამოიყენებს და პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ტექნიკური რესურსი ჩვენი ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა სამსახურებრივი საუბრის მოსმენისკენაა მიმართული.

“ვისაც გაინტერესებთ ხურვალეთის თემის გაგრძელება – 2 დღის წინ ჩვენს მიერ დაფიქსირებული რუსორკების რადიოლოკაციური წვრთნების შესახებ გაწვდით დამატებით ინფორმაციას.

შავ-ყვითელ ფერებში შეღებილი „საპარკინგე ადგილები“ როგორც წესი ასოცირდებიან ფსბ-ს სადამკვირვებლო პოსტებთან და ზუსტად იმ სიგანის გახლავთ, რათა მოხდეს სადაზვერვო-სადამკვირვებლო მანქანების, „Patriot OKAPI” ს მოდელების „საპარკინგე ადგილებზე“ მიღება.
სავარაუდოდ, ესეთი მანქანების რაოდენობა სამაჩაბლოში არ აღემატება 3 ცალს.

რადიოლოკაციური და ელექტრონული ომის წარმოების ფუნქცია სამაჩაბლოსა და აფხაზეთში პირდაპირ ეკისრება ГРУ -ს, (რუსეთის მთავარი სადაზვერვო დეპარტამენტი)

რაც შეეხება ავტობანის თავზე დამონტაჟებულ სადაზვერვო აპარატურას, როგორც ვივარაუდეთ, მოცემული რადიოლოკაციური პოსტი აღჭურვილია ახალი რადიოლოკაციური და სადაზვერვო აპარატურით, (მიწაში ჩაფლული მოძრაობის სენსორი „RS-U”, მიკროტალღური სენსორი „RS-L” და ინფრაწითელი სენსორი “RS-IK”)

ტექნიკურ საკითხებზე აღარ შევჩერდები გარდა ერთი დეტალისა – ეს აპარატურა მომართულია პირველ რიგში ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების ოპერატიული და სამსახურეობრივი საუბრების მოსასმენად, რადიო სიგნალების ჩასახშობად და ა.შ.

ეს აღწერილობა მოგვაწოდა ექსპერტმა შესაბამის დარგში ჩვენს მიერ გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალაზე დაყრდნობით.

დიდი იმედი მაქვს, ეხლა მაინც გააქტიურებს ხელისუფლება ცხელ ხაზს და დაიბარებს საერთაშორისო მისიების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საკითხს დააყენებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მოითხოვს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას (ნეტარ არიან მორწმუნენი).
ძალა ერთობაშია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!”, – წერს დავით ქაცარავა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დავით ქაცარავამ და მისი გუნდის წევრებმა რუსი ოკუპანტების რადილოკაციური სწავლების ერთი ეპიზოდი ჩაშალეს: მას შემდეგ, რაც დავით ქაცარავამ სამოქალაქო დრონი ააფრინა და გადაღება დაიწყო, ოკუპანტებმა სწავლება შეწყვიტეს და ბაზაზე დაბრუნდნენ, მანამდე კი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი გაააქტიურეს.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...