მთავარისიახლეებიეკონომიკა„ყველა ღარიბი კიდევ უფრო მეტად გაღარიბდება“ - ეკონომიკის დოქტორ აკაკი ცომაიას პროგნოზი

„ყველა ღარიბი კიდევ უფრო მეტად გაღარიბდება“ – ეკონომიკის დოქტორ აკაკი ცომაიას პროგნოზი

Published on

„ყველა ღარიბი კიდევ უფრო მეტად გაღარიბდება“ –  ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საკანონმდებლო ცვლილებსა და   მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს. 
 
"1. მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა
2. შრომის ინსპექციის შემოღება
3. კონსტიტუციის 94-ე მუხლის გადახედვა
4. ჯანდაცვის სფეროში ვერტიკალური ინტეგრაციის აკრძალვა
5. სავალდებულო ავტოდაზღვევა
 
შედეგი: 2 წლის შემდეგ
 
1. დამატებით ნაკლები სამუშაო ადგილი შეიქმნება
2. არსებული ბიზნესები შევიწროვდებიან, მძიმე ტვირთი განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს დააწვება, რაც შეამცირებს სამუშაო ადგილებს.
3. შემცირებული ეკონომიკური აქტივობა შეამცირებს მოხმარებას, რაც კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება მცირე და საშუალო ბიზნესს და გააღარიბებს ადამიანებს.
4. თუ გადასახადები გაიზარდა, ფასების დონეც გაიზრდება, როგორც ეს უკვე მოხდა მასე შემდეგ, როდესაც აქციზის გადასახადი გაზარდეს
5. სადაზღვევოები აწი უფრო ცუდ პაკეტს შემოგთავაზებენ, რადგან ავტოდაზღვევით გარანტირებული შემოსავალი ექნებათ
6. ვერტიკალური ინტეგრაციის აკრძალვით ფასეულობათა მიწოდების ჯაჭვში ხარჯები მოიმატებს. დიდი ალბათობით, წამლები კიდევ უფრო მეტად გაძვირდება
 
საერთო დასკვნა: ყველა ღარიბი კიდევ უფრო მეტად გაღარიბდება.
 
ამოაგდეთ ეს პოსტი 2 წლის მერე და მეკამათეთ რა შედეგი ვერ გავთვალე.
დაიწყვეთ გულზე ხელები და ადევნეთ თვალყური, როგორ იზრდიან ამ ფონზე პრემიებს და დანამატებს.
 
გილოცავთ ყველაზე უგუნური, უტვინო და უპასუხისხმგებლო ხელისუფლების არჩევას, რომელიც ოდესმე გვყოლია!
 
1. შრომის ინსპექციის მიუხედავად, უბედური შემთხვევების რიცხვი საწარმოო ობიექტზე მაინც არ შემცირდება
2. ვერტიკალური ინტეგრაციის აკრძალვის მიუხედავად, ექიმების ფარმაცევტულ კომპანიებთან ჩამოყალიბებული ურთიერთობა მაინც არ მოიშლება
3. 94-ე მუხლის გაუქმებით, ღარიბის კეთილდღეობა არ გაიზრდება
4. სავალდებულო ავტოდაზღვევა პირდაპირ თქვენს ჯიბეს დაარტყამს და ავტოინციდენტების რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
 
და ასე შემდეგ." – წერს აკაკი ცომაია

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...