მთავარისიახლეებისამართალივიცით სად არის, ისვენებს - გომელაური ბადრი ესებუაზე

ვიცით სად არის, ისვენებს – გომელაური ბადრი ესებუაზე

Published on

ვიცით ჩვენ, სადაც არის ბადრი ესებუა – ისვენებს, – ასე უპასუხა ამჯერად შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალის ძარცვაში ბრალდებულ ბადრი ესებუასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ჰქონდა თუ არა პოლიციას ინფორმაცია ბადრი ესებუას შესახებ და როდის ან რა გზით აპირებდა მის დაკავებას. მათ შს მინისტრს შეკითხვა მას შემდეგ დაუსვეს, რაც გომელაურმა პოლიციის დღესთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ ფრაზებს, რომლებითაც ვახტანგ გომელაური სხვადასხვა დროს პასუხობდა ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც 2020 წლის 22 ოქტომბერს ბადრი ესებუა საქართველოს ბანკის ფილიალს თავს დაესხა, მძევლები აიყვანა, შემდეგ კი ფული გაიტაცა, მძევლები გაათავისუფლა და მიიმალა.

“კვირა კი არა, შეიძლება, ერთი თვე ვსდიოთ, არ არის ეგ პრობლემა”; “საქმეზე ვმუშაობთ, ხომ ხედავთ? დავაკავეთ ძმა, რომელიც ეხმარებოდა”; “სად წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთ”.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...