მთავარისიახლეებიეკონომიკასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება

Published on

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკონსტიტუციო კომისიას მივმართოთ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება არ იქნება შესაძლებელი იმ პირებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ საქართველოს მოქალაქეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 
 
მისი თქმით, ამის შესახებ კონსულტაციები მმართველ გუნდში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას საპარლამენტო უმრავლესობა იღებდა. 
 
„ანუ ფორმულირება იქნება შემდეგი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე საკუთრების უფლება შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანებას, სახელმწიფოს და თვითმმართველ ერთეულს. მე ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერი პირდაპირ ეხმიანება იმ მოთხოვნას, რომელიც ჩვენს მოქალაქეთა უდიდეს უმრავლესობას გააჩნია და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს მმართველმა გუნდმა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 
 
ამრიგად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება. საპარლამენტო უმრავლესობაში მომზადებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით, მორატორიუმი შეეხება კანონის იმ მუხლს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების შესაძლებლობას იძლევა.
 
ამავდროულად, იგეგმება პარლამენტში დაახლოებით ერთი კვირის წინ ინიცირებული კანონპროექტის გაწვევა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებდა.
 
აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებები ჟურნალისტებთან იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გააკეთა.
 
„მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვაცხადოთ მორატორიუმი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისების მუხლზე. მორატორიუმი გამოცხადებული იქნება კონსტიტუციური ცვლილების ამოქმედებამდე. ამ დროში შეჩერდება ყოველგვარი გასხვისება სასოფლო-სამეურნეო მიწების. ასევე მოკლე ვადაში შემუშავდება ორგანულ კანონში შესატანი ის ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციაში დაგეგმილ ჩანაწერთან იქნება შესაბამისობაში“, – განაცხადა ბესელიამ.
 
მისივე თქმით, კონსტიტუციაში გაკეთდება ჩანაწერი, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების მესაკუთრე არის მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანება, თვითმმართველი ერთეული და სახელმწიფო.
 
მორატორიუმთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...