მთავარისიახლეებისაზოგადოებაკოვიდ-19 პანდემიის წინააღმდეგ ზუგდიდელი ახალგაზრდებისთვის შეხვედრა გაიმართა

კოვიდ-19 პანდემიის წინააღმდეგ ზუგდიდელი ახალგაზრდებისთვის შეხვედრა გაიმართა [Video]

Published on

კოვიდ-19 პანდემიის წინააღმდეგ ჰიგიენის ხელშეწყობის საინფორმაციო აქტივობების ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრას, რომელიც ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ღია სივრცეში ჩატარდა, რეგიონში მცხოვრები მოზარდები და ახალგაზრდები დაესწრნენ.შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ პანდემიის დროს პირადი დაცვის საშუალებების სწორად და მიზნობრივად გამოყენების მნიშვნელობას,   ჰიგიენის დაცვის აუცილებლობას და  COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ არსებულ პრევენციულ ღონისძიებებს.    ასევე, მიიღეს ინფორმაცია  თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და ქცევით რეკომენდაციების დაცვა დაავადებათა  გავრცელების აღმოსაფხვრელად. ტრენინგებს  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, სპეციალისტები და სხვა დარგის ექსპერტები უძღვებოდნენ. ინიციატივის ,,ახალგაზრდების ჩართულობა ჰიგიენის ხელშეწყობისათვის კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ“მიზანია პანდემიის პირობებში  ჰიგიენის დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა  და სანიტარული პრაქტიკების საკითხებთან დაკავშირებით  ცნობადობის ამაღლება ახალგაზრდებსა და მოზარდებში. ასევე, ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის  დამკვიდრების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. კურსის დასასრულს,  ყველა მონაწილეს გადაეცემა პირველადი ჰიგიენის მოხმარების სასაჩუქრე ნაკრები. კამპანიის ფარგლებში ისინი მუნიციპალიტეტში დაგეგმავენ და განახორციელებენ მოხალისეობრივ პროექტებს თანატოლთა ჩართულობით. პროექტს გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდი“ ახორციელებს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...