მთავარისიახლეებიმსოფლიოისრაელი და პალესტინური დაჯგუფებები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ისრაელი და პალესტინური დაჯგუფებები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

Published on

ისრაელი და ორი პალესტინური დაჯგუფება „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ შეთანხმდნენ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც ძალაში შევა 21 მარტს, ევროპის დროით შუაღამის 2 საათზე.

ისრაელის მედიის თანახმად, ეგვიპტის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას „ერთსულოვნად და უპირობოდ დაუჭირა მხარი“ ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა, მაგრამ ზავის დეტალები ჯერჯერობით არ არის შემუშავებული.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 19 მაისს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ “მნიშვნელოვან დეესკალაციას” მოელის, რაზეც ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ აპირებს გააგრძელოს სამხედრო შეტევა, სანამ “ისრაელის მოქალაქეებისთვის სიმშვიდე და უსაფრთხოება” აღდგება.


ისრაელსა და პალესტინის დაჯგუფებებს შორის მიმდინარე 11 დღიანი შეირაღებული კონფლიქტის განმავლობაში, პალესტინელი ჯანდაცვის მესვეურების თქმით, დაიღუპა 228 ადამიანი. ისრაელი მსხვერლის რაოდენობად 12 ადამიანს აცხადებს.

სიახლეები

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული...

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, ტელევიზიამ საქართველოს მეხუთე...