მთავარისიახლეებისაზოგადოებადაჭრა, ძარცვა, დატაცება - ბოლო 24 საათის კრიმინალური შემთხვევები

დაჭრა, ძარცვა, დატაცება – ბოლო 24 საათის კრიმინალური შემთხვევები

Published on

ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში მომხდარი კრიმინალური შემთხვევების ნუსხა საკმაოდ შემაშფოთებელია. ამ დროისთვის ბოლო კრიმინალური თავდასხმა დიდი დიღმის ტერიტორიაზე, მირიან მეფის გამზირზე მოხდა: შელაპარაკების შემდეგ ახალგაზრდა ბიჭი დანით დაჭრეს.

შეგახსენებთ, ბოლო დღეებში ეს ქუჩაში დაჭრის მეორე შემთხვევაა – უფრო ადრე გლდანში, 21 წლის ზუგდიდელი ბიჭი გამვლელმა დანით დაჭრა მას შემდეგ, რაც სრულიად მოულოდნელად, ზურგიდან დაესხა თავს. თავდასხმის ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

გუშინ ღამით, რუსთავში, კომენდანტის საათის მოქმედების დროს, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანმა პირებმა კომპანია “ბიუ-ბიუს” ოთხი ობიექტი გაქურდეს, ჯიხურებიდან 3 ათას ლარზე მეტია წაღებული.

იგივე კომპანიის მაღაზია თბილისშიც გაქურდეს. გამთენიისას, დელისის მეტროს მიმდებარედ, “ბიუ-ბიუს” ჯიხურის კარი ორმა პირმა შეამტვრია და სალაროდან ამ დრომდე დაუდგენელი თანხა მოიპარა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს “ბიუ-ბიუზე” თავდასხმის მესამე ფაქტია.  

ქუთაისში კი, კომენდანტის საათის ამოქმედებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ჭავჭავაძის ქუჩაზე, “საქართველოს ბანკის” ფილიალს თავს დაესხა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 43 წლის მამაკაცი და შენობის შუშები ჩალეწა, 15-მდე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი კი დაამსხვრია, თუმცა, თანხის წაღება ვერ შეძლო – ის პოლიციამ დააკავა.

სიახლეები

ოცნების, ინიციატივით ხელისუფლების სისტემურად არაღიარება სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც გრანტების კანონის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების...

სასახლის ღობის საქმე – საქალაქო სასამართლოში 14 პირის საქმე მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების პროცესი იწყება. 14 ბრალდებული უკვე სხდომათა დარბაზშია. დაცვის მხარის...

საია 2024 წლის აქციებზე დაზარალებულთა სახელით სამართალწარმოებას იწყებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იწყებს სამართალწარმოებას იმ მოქალაქეების სახელით, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის...

დავაკავეთ პირი, რომელმაც 5 ავტომანქანა ზედიზედ გაძარცვა – შსს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობით მსჯავრის...