მთავარისიახლეებიეკონომიკარეგიონების დისკრიმინაცია ქართულად: გაზზე ტარიფი დედაქალაქზე მეტად რეგიონებში გაიზრდება

რეგიონების დისკრიმინაცია ქართულად: გაზზე ტარიფი დედაქალაქზე მეტად რეგიონებში გაიზრდება

Published on

გაზზე ტარიფის სავარაუდო გაძვირებამდე ორი კვირა დარჩა. სემეკში ბუნებრივი აირზე ტარიფის ცვლილებაზე ჯერ კიდევ მსჯელობენ.
 
სპეციალისტების პროგნოზით, ტარიფი გაიზრდება. მიზეზად ლარის გაუფასურება და გამანაწილებელი კომპანიების მიერ წლების მანძილზე განხორციელებული ინვესტიციები სახელდება.
 
ვინაიდან რეგიონებში ბუნებრივი აირის მიწოდება და მომსახურება უფრო ძვირი ჯდება, შესაძლოა, ტარიფი დედაქალაქზე მეტად სწორედ იქ გაიზარდოს.
 
გაზის ტარიფის ზრდას საპარლამენტო  უმრავლესობაში გარდაუვლად მიიჩნევენ. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ კომუნალური გადასახადი, სავარაუდოდ, იმიტომ მოიმატებს, რომ ბევრი წელია ტარიფი არ გაზრდილა.
 
ოპოზიცია ხელისუფლებას მოსახლეობის მოტყუებაში ადანაშაულებს და წინასაარჩევნო დაპირებებს ახსენებს.
 
გაზზე ტარიფის მატებას შესაძლოა, წყლის საფასურის გაზრდაც მოჰყვეს.

სიახლეები

აშშ და ირანი 60 დღეში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად “საგზაო რუკაზე” შეთანხმდნენ

22 ივნისს აშშ-მ და ირანმა შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე პროგრესს მიაღწიეს და 60 დღეში საბოლოო...

Nestle-მ სანქცირებულ „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო

კომპანია "ნესტლემ" დაიწყო შიდა გამოძიება, როგორ ხვდებოდა მათი რეკლამა სანქცირებული ტელე "იმედის" ეთერში -...

მედია – რუსეთში დაარტყეს ქარხანას, რომელიც „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ კომპონენტებს აწარმოებს

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ნახევარგამტარების მწარმოებელ ქარხანა „სბორკაზე“...

23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა...