მთავარისიახლეებისპორტირაული: "ეს “რეალის“ ისტორიაში საუკეთესო შემადგენლობაა, მაგრამ ზიდანის ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია"

რაული: “ეს “რეალის“ ისტორიაში საუკეთესო შემადგენლობაა, მაგრამ ზიდანის ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია”

Published on

“რეალის“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა რაულმა მადრიდელთა ამჟამინდელი შემადგენლობა კლუბის ისტორიაში საუკეთესოდ დაასახელა. 
 
59-წლიანი პაუზის შემდეგ“ბლანკოსმა“ დუბლის შესრულება მოახერხა და ესპანეთის ჩემპიონატთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზეც მოიგო.
 
“ჩემპიონატი და ჩემპიონთა თასი 59 წლის შემდეგ? ახლა შემდეგი დუბლი დიდი ხნით არ უნდა გადავდოთ. წინ ბევრი გამოწვევა გველის.
 
მომდევნო წელს ევროპის სუპერთასი, ესპანეთის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატია… გუნდისთვის ერთობის გრძნობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.
 
ზიზუს ამ შემადგენლობასთან მუშაობას ვულოცავ. ისინი მუშაობასა და მადრიდისტებისთვის სიამოვნების მიცემისთვის ბრძოლას აგრძელებენ.
 
ვფიქრობ, ეს “რეალის“ ისტორიაში საუკეთესო შემადგენლობაა, მაგრამ ზიდანის ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია. ის გუნდის მართვის მთავარი ელემენტი იყო. მისი თავმდაბლობისა და სიმარტივის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა“, – განუხადა რაულმა BeIN Sports-ს.

სიახლეები

“მე გეტყვით, რა მგონია “ნაცები” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ზაზა ბიბილაშვილი "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს და გორის პოლიციის თანამშრომლების...

სამინისტრო სასკოლო ფორმების გამარტივებულ შესყიდვას ხელახლა, გაზრდილი ფასით ითხოვს

წარუმატებელი ტენდერის შემდეგ, სამინისტრო სასკოლო ფორმების გამარტივებულ შესყიდვას ხელახლა, გაზრდილი ფასით ითხოვს- ინფორმაციას BMG...

ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და ქვას თავი...

გორში პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის...