მთავარისიახლეებიმსოფლიოკორონავირუსის პრევენცია ძროხის ფეკალიებით - რა ხდება ინდოეთში

კორონავირუსის პრევენცია ძროხის ფეკალიებით – რა ხდება ინდოეთში

Published on

ინ­დო­ე­ლი ექი­მე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ არ გა­მო­ი­ყე­ნონ ძრო­ხის გა­ნა­ვა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლოდ, ან ვირუ­სის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით, რად­გა­ნაც არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მეც­ნი­ე­რუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და კვლე­ვა, რო­მე­ლიც და­ა­დას­ტუ­რებ­და, რომ ფე­კა­ლი­ე­ბი ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ას უწყობს ხელს.

  • უფრო მე­ტიც, პი­რი­ქით, შე­საძ­ლოა, ყო­ვე­ლი­ვემ სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

მეც­ნი­ე­რებ­მა მი­მარ­თვა მას შემ­დეგ გა­ავ­რცე­ლეს, რაც ინ­დო­ეთ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით, სულ უფრო მეტ­მა ადა­მი­ან­მა და­ი­წყო ძრო­ხის ფე­კა­ლი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა – ისი­ნი გა­ნა­ვალს სხე­ულ­ზე ის­ვა­მენ.

ეს პრაქ­ტი­კა გან­სა­კუთ­რე­ბით გავ­რცელ­და და­სავ­ლეთ ინ­დო­ეთ­ში, გუ­ჯა­რა­თის შტატ­ში, სა­დაც ზო­გი­ერ­თი მორ­წუ­ნე და­ახ­ლო­ე­ბით ერთ კვი­რას ატა­რებს ძრო­ხე­ბის სად­გომ­ში. ამ პე­რი­ოდ­ში ისი­ნი ძრო­ხის ფე­კა­ლი­ებს სხე­ულ­ზე ის­ვა­მენ. სჯე­რათ, რომ ყო­ვე­ლი­ვე იმუ­ნურ სის­ტე­მას აუმ­ჯო­ბე­სებს და თუ კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­დე­ბი­ან, და­ა­ვა­დე­ბას მარ­ტი­ვად და­ა­მარ­ცხე­ბენ.

ცნო­ბის­თვის, ინ­დუ­იზ­მი ძრო­ხას წმინ­და ცხო­ვე­ლად მი­იჩ­ნევს და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მორ­წმუ­ნე­ე­ბი ძრო­ხის ფე­კა­ლი­ებს სახ­ლის გა­საწ­მენ­დად და ლოც­ვის რი­ტუ­ა­ლის­თვის იყე­ნებ­დნენ. თვლიდ­ნენ, რომ მას აქვს სამ­კურ­ნა­ლო და ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი.

ინ­დო­ეთს კო­რო­ნა­ვირუ­სის მე­ო­რე ტალ­ღამ უდი­დე­სი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, ის მსოფ­ლი­ოს მე­ო­რე ქვე­ყა­ნაა. სა­ერ­თო ჯამ­ში, იქ კო­რო­ნა­ვირუ­სის 22,9 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლია 250 000-ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი.

წყარო: როიტერსი

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...