მთავარისიახლეებიმსოფლიოისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ სამხედროებს შორის ორმხრივი ცეცხლი მესამე დღეა არ...

ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ სამხედროებს შორის ორმხრივი ცეცხლი მესამე დღეა არ წყდება

Published on

ახლო აღმოსავლეთში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ სამხედროებს შორის ორმხრივი ცეცხლი მესამე დღეა არ წყდება. პროცესების ესკალაცია 10 მაისს მას შემდეგ დაიწყო, რაც ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში “ჰამასის” ობიექტებზე იერიში მიიტანა.

ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი გასული ღამის შეტევების შემდეგ 69-მდე გაიზარდა, მათ შორის 17 ბავშვია. ორშაბათის შემდეგ ღაზას სექტორში დაშავებულთა რიცხვი 388-ს აღწევს. 

ბოლო მონაცემებიოთ, ისრაელში დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის ერთი 6 წლის ბავშვია. ისრაელის თავდაცვის სამინისტრის ცნობით, ბოლო სამ დღეში ღაზას მხხრიდან ისრაელსი 1 500 რაკეტა გაუშვეს.

დაპირისპირებაა აღმოსავლეთ ისრელში მცხოვრებ არაბებსა და ებრაელებს შორისაც, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ და დარბევა დაიწყეს. ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ 374-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და 36 ოფიცერი დაშავდა. პრემიერმა ოთხშაბათს, გვიან ღამით განაცხადა, რომ ადგილზე სამხედრო ძალების გაგზავნას აპირებს, მან ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს “ანარქია” უწოდა. გუშინ პრემიერმინისტრმა ქალაქ ლოდში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

. 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...