მთავარისიახლეებიმსოფლიოროგორ არიან ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეები?- გაუთავებელი ზარები საელჩოში

როგორ არიან ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეები?- გაუთავებელი ზარები საელჩოში

Published on

ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია ისრაელში მყოფ მოქალაქეებს უსაფრთხოების დაცვის მიზნით რეკომენდაციებით მიმართავს და აცხადებს, რომ სამხრეთით მდებარე ქალაქები სერიოზული საფრთხის ქვეშაა.

როგორც ის აცხადებს, დღეს ისრალის დროით 18:00 საათზე დაგეგმილია თელ-ავივისა და მის მიმდებარედ არსებულ ქალაქებზე შეტევა და იქ მყოფმა ადამიანებმა უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, დარჩნენ საცხოვრებელ ადგილზე ან ისეთ ტერიტორიაზე, სადაც თავშესაფარს სწრაფად იპოვიან.

„ისრაელის სამხრეთი სერიოზული საფრთხის ქვეშაა. ამ წუთებშიც მიმდინარეობს დაბომბმა ქალაქების – აშკელონის, შდეროთის და აშდოდის. ამ ქართველი ებრაელების საკმაოდ კომპაქტური დასახლებებია და საქართველოდან ჩამოსული ბევრი მოქალაქეა აქ.

ძალიან ბევრი ზარი გვაქვს, რაოდენობას ვერ გეტყვით, იმდენად ბევრია, მაგრამ ძირითადად საკონსულტაციო ხასიათის ზარებია, რამდენიმე ათეული ადამიანი დღეს აპირებდა გამოფრენას, 5 საათზეა ფრენა. ცნობილი არ იყო გაიხსნებოდა თუ არა აეროპორტი და შესრულდება თუ არა რეისი. ასევე, 8 ადამიანი გვყავს იზოლატორში და მათ გამომგზავრებასთან დაკავშირებით ვიღებთ სპეციალურ ზომებს. მხლოდ ისინი ბრუნდებიან, ვისაც დაგეგმილი ჰქონდა და ბილეთი ჰქონდა უკვე ნაყიდი. არცერთი ქალაქიდან ისრაელის მიერ მოსახლეობის ევაკუაცია არაა გათვალისწინებული, შესაბამისად, თუ ნებისმიერი ადამიანი დაიცავს მითითებებს, რაც უსაფრთხოებისთვისაა საჭირო, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ეს მითითებეებია ის, რომ ღია სივრცეში ნაკლებად იყვნენ, ასევე თავი შეიკავონ ისეთი მანძილზე გადაადგილებისგან, სადაც შეიძლება ხანგრძლივი პერიოდით 10-15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში აღმოჩნდნენ ისეთ ღია სივრცეში, სადაც თავშესაფარი მიუწვდომელი შეიძლება იყოს და განგაშის შეტყობინების შემთხვევაში მიმართონ თავშესაფარს ან თუ თავშესაფარი არ არის, კიბის უჯრედში გაჩერდნენ ან ჩავიდნენ შენობის ბუნკერში, როემლიც თითქმის ყველა შენობას აქვს ისრაელში.

ჩვენს ახლობლებს, ვინც ისრალეში იმყოფებიან, არ დაუსვათ კითხვა, როგორ არიან, დაუსვით კითხვა, სად არიან. როგორც კი გაიგებთ რომ თქვენი ოჯახის წევრი არ არის საცხოვრებელ ადგილზე ან ისეთ ადგილზე, სადაც განგაშის ზარის ატეხვიდან 5 წუთის განავლობაში თავშესაფარი იპოვოს, მოუწოდეთ, ასეთ ადგილებზე მივიდნენ. ქალაქიდან ქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. დაანონსებულია, რომ ისრაელის დროით 6 საათზე განხორციელდება შეტევები ისრაელის ცენტრის, თელ-ავივის მიმართულებით, საჭიროა ჩვენმა მოქალაქეებმა თადარიგი დაიჭირონ და 5 საათისთვის, ან ყველაზე გვიან 6-ის ნახევრისთვის, საცხოვრებელ ადგილებში იყვნენ. თუ ამის შესაძლებლობა არაა, დარჩნენ იმ ადგილებში, სადაც თავშესაფრის მოპოვება ადვილი იქნება“, – განაცხადა ჟვანიამ.

ლაშა ჟვანია ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ისრაელში საქართველოს მოქალაქე დაშავდა „მსუბუქად დაშავებული არის ერთი მოქალაქე. მარცხენა ხელში აქვს ჭრილობა შუშის ნამსხვრევებისგან, მას ჩაუტარდა ხელის დამუშავება და საავადმყოფოდან სახლში გუშინვე გაუშვეს. ეს შემთხვევა მოხდა ქალაქ ხულონში. ავტობუსზე მოხდა თავდასხმა და ის იყო შემთხვევის ადგილთან ახლოს. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების ზომები გავითვალისწინოთ“, – განაცხადა ჟვანიამ.

სიახლეები

ტრამპზე თავდამსხმელი კალიფორნიელი სკოლის მასწავლებელია

ვაშინგტონში, სასტუმრო Washington Hilton-ში გამართულ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე მომხდარი სროლის ფაქტთან დაკავშირებით...

თეთრი სახლის საზეიმო ვახშამზე, სადაც დონალდ და მელანია ტრამპები იმყოფებოდნენ, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტის...

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...