მთავარისიახლეებისაზოგადოებაროგორ იმოქმედა პანდემიის გამო შეცვლილმა რეალობამ ადამიანების ყოველდღიურობაზე

როგორ იმოქმედა პანდემიის გამო შეცვლილმა რეალობამ ადამიანების ყოველდღიურობაზე [Video]

Published on

პანდემიამ განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა ბიზნესს, მათი ნაწილი დღეს საერთოდ არ ფუნქციონირებს, ან გადარჩენისთვის იბრძვის. რესტორან ,,მენძელის’’ მენეჯერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავალი არ არის, ისინი საკუთარი სახსრებით ცდილობნენ სტაფის შენარჩუნებას.  იგივე პრობლემის წინაშე დგას რესტორანი ,,დარიალი’’. ,,დარიალის’’ მენეჯერის განცხადებით, პანდემიის გავლენა რესტორნების ქსელზე  უარყოფითად აისახა, რადგან რესტორნის 20-მდე თანამშრომელს უმუშევრად დარჩენა მოუწია.  ბიზნესი რეგიონში ძირითადად  ტურისტებიდგან იღებდა შემოსავალს. პანდემიის გამო კი იკლო ტურისტების რაოდენობამ და სასტუმროები ამ დრომდე სტუმრების მოლოდინში არიან. ასეთივე პრობლემა აქვს საოჯახო სასტუმრო „თბილ სახლს“ პანდემიამდე აქ უკვე ყველა ჯავშანი გაუქმდა და დღემდე მხოლოდ თითო-ოროლა სტუმარი დადის.შემოსავლის ნაკლებობას უჩივიან ბაზარში დასაქმებულებიც, ამბობენ, რომ პანდემიის გამო მყიდველი კანტიკუნტად დადის და საქმიანობის შეჩერება უწევთ.კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები პირველად 2020წლის მარტიდან ამოქმედდა, მას მერე რამდენჯერმე შემსუბუქდა, თუმცა ბიზნესს ფეხზე ფეხზე მყარად დგომა დღემდე უჭირს.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...