მთავარისიახლეებისაზოგადოებაფახულანში, საოკუპაციო ხაზთან სტუდენტებმა აქცია გამართეს

ფახულანში, საოკუპაციო ხაზთან სტუდენტებმა აქცია გამართეს [Video]

Published on

სტუდენტებმა , რომლებსაც სახელმწიფომ სწავლის დაფინანსება შეუჩერა, ფახულანში, საოკუპაციო ხაზთან ბრიფინგი გამართეს და ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდეს.

საქმე ეხება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სტატუსს, რომლის მიხედვითაც ფახულანის, ლიის, ჭალესა და მუჟავას სტუდენტები უმაღლეს სასწავლებლებში სრულიად ფინანსდებოდნენ. თუმცა, 2020 წელს მათთვის ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ სოფლებს სტატუსი მოუხსნა, რის გამოც მათი დაფინანსება შეჩერდა. სტუდენტებს კითხვები აქვთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

აქციის მონაწილე სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა თსუ-ს პროფესორმა თამარ ბელქანიამ, მან უშუალოდ სტუდენტებისგან მოისმინა პრობლემის შესახებ. სტუდენტები ახლა სწავლის საფასურს ვერ იხდიან. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებისთვის ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურის სამინისტროს სპეციალურმა კომისიამ მიიღო.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...