მთავარისიახლეებიეკონომიკაგაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი: სემეკი გადაწყვეტილებას ივნისში მიიღებს

გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი: სემეკი გადაწყვეტილებას ივნისში მიიღებს

Published on

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავას განცხადებით, ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებთან დაკავშირებით სემეკის გადაწყვეტილება ივნისის შუა რიცხვებში იქნება მიღებული:
 
“კომისიის აპარატმა თითქმის დაასრულა მუშაობა ბუნებრივი გაზის ტარიფებზე, რაც წარმოდგენილი იყო 4 კომპანიის მიერ – ეს არის განაწილების 3 ლიცენზიანტი კომპანია „ყაზტრანსგაზი”, „საქორგაზი” და „სოკარ ჯორჯია გაზი”, ასევე ტრანსპორტირების ლიცენზიანტის – „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ წარმოდგენლი სატარიფო განაცხადი. ჩვენ ველოდებით, რომ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში დავნიშნავთ საჯარო სხდომებს”, – განაცხადა მილორავამ.
 
ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით,  ირინა მილორავას განცხადებით, ყველას ექნება შესაძლებლობა დაესწროს სემეკის საჯარო სხდომებს:
 
„არის კიდევ რაღაც დეტალები დასაზუსტებელი, მათ შორის, საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტების ნაწილში. ამდენად, საჯარო სხდომებზე გვექნება უკვე სრულყოფილი, ამომწურავი, დასაბუთებული ინფორმაცია ყველა იმ კომპონენტზე, რომლის გათვალისწინებაც მოხდება ტარიფში”, – განაცხადა მილორავამ.
 
მისივე თქმით, ბუნებრივი გაზის ტარიფებთან დაკავშირებით კომისიის გადაწყვეტილება იქნება ივნისის შუა რიცხვებში.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...