მთავარისიახლეებიმსოფლიობელარუსის ხელისუფლებამ ოპოზიციური დროშის ფერები აკრძალა - მოქალაქე წითელი წინდებისთვის დააჯარიმეს

ბელარუსის ხელისუფლებამ ოპოზიციური დროშის ფერები აკრძალა – მოქალაქე წითელი წინდებისთვის დააჯარიმეს

Published on

ბელარუსის ხელისუფლება ოპოზიციური დროშის ფერების წინდებისთვის აჯარიმებს – მინსკის მოქალაქე ნატალია სივცოვა ავტომობილით გზაში ყოფნის დროს ძალოსნებმა დააკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქალს განუცხადეს, რომ მას “არასწორად აცვია”. მიზეზი – თეთრი წინდები წითელი ზოლებით. სივცოვა სოლიდური თანხით დააჯარიმეს.

ონლაინ მაღაზიამ კი, რომელიც მსგავსი ფერების (თეთრი წითელი ზოლებით) წინდებს ყიდდა, აღნიშნული ფერის წინდები გაყიდვიდან ამოიღო.

საქმე იმაშია, რომ წითელი-თეთრი ფერის დროშა ბელარუსში პროტესტის სიმბოლოდ იქცა და ამ ფერების კომბინაცია როგორც ჩანს, ტანსაცმელშიც ჩინოვნიკების გაღიზიანებას იწვევს.

აპრილის თვეში ბელარუსში პოლიტიკურად მოტივირებული ბრალით 300-ზე მეტი პირი დააკავეს, ხოლო 98-ზე მეტი პირი გაასამართლეს. კერძოდ კი, წითელ-თეთრი სიმბოლიკის გამოყენებისთვის.

თეთრი-წითელი-თეთრი დროშა – ბელარუსის ისტორიული ნაციონალური სიმბოლო, ბელარუსის სახალხო რესპუბლიკის ოფიციალური დროშა (1918-1919) და ასევე ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა იყო ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველი 5 წლის განმავლობაში.

1995 წელს ინიცირებული და ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, აღნიშნული დროშის გამოყენება ქვეყანაში ფაქტობრივად აკრძალეს.

ოფიციალური დროშა საბჭოთა ბელარუსის დროშის მსგავსი გახდა, თუმცა ნამგალი და უროს გარეშე, ხოლო წითელი ფერი მწვანედ შეიცვალა.

წითელი-თეთრი ფერის დროშა ბელარუსში პროტესტის სიმბოლოდ იქცა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...