მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთის უგუნურ და აგრესიულ ქმედებას შეერთებული შტატები უპასუხებს - ენტონი ბლინკენი

რუსეთის უგუნურ და აგრესიულ ქმედებას შეერთებული შტატები უპასუხებს – ენტონი ბლინკენი

Published on

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებული შტატები რუსეთის უგუნურ და აგრესიულ ქმედებებს უპასუხებს.

„თუკი რუსეთი იმოქმედებს უგუნურად და აგრესიულად, როგორც იმოქმედა SolarWinds-ის კიბერთავდასხმის დროს, როგორც იმოქმედა ჩვენს არჩევნებში ჩარევის დროს და როგორც იმოქმედა ბატონ ნავალნისთან დაკავშირებით, ჩვენ ვუპასუხებთ,“ – აღნიშნა ბლინკენმა BBC- სთან ინტერვიუში.

თუმცა, მისი თქმით, აშშ-ს სურს, რუსეთთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა ჰქონდეს.

ცნობისათვის, ენტონი ბლინკენი გაერთიანებულ სამეფოში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტს დაესწრო. სამდღიანი შეხვედრის შემდეგ საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ „ღრმად შეშფოთებულები“ არიან რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების გამო. „ეს მოიცავს რუსული სამხედრო ძალების მობილიზებას უკრაინის საზღვრებსა და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში, მის მავნე საქმიანობას, რომლის მიზანი სხვა ქვეყნების დემოკრატიული სისტემებისთვის ძირის გამოთხრაა, მავნე კიბერ საქმიანობას და დეზინფორმაციის გამოყენებას,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...