მთავარისიახლეებიეკონომიკააპრილში ზეთი 40.2%-ით; შაქარი 12.3%-ით; პური 6.4%-ით გაძვირდა - ახალი მონაცემები

აპრილში ზეთი 40.2%-ით; შაქარი 12.3%-ით; პური 6.4%-ით გაძვირდა – ახალი მონაცემები

Published on

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის აპრილში წინა თვესთან შეედარებით ინფლაციის დონზე 0.9% იყო, რაც შეეხება წლიური ინფლაციის დონეს, მას 7.2% შეადგინა.

საბაზო ინფლაციამ 2021 წლის აპრილში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.93% შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.0%-ით;
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.9%-ით;
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.1%-ით.
  • გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით – ფასებმა მოიმატა 4.2%-ით;
  • ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის – გაძვირდა 3.2%-ით;
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი – ფასები გაიზარდა 1.6%-ით;
  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.3%-ით.

სურსათზე ფასები გაიზარდა:

  • ხილი და ყურძენი – 5.3-ით;
  • ზეთი და ცხიმი– 4.2-ით;
  • თევზეული – 3.6%-ით;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 2.4%-ით;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები – 1.9%-ით;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 1.1%-ით.

ფასები შემცირებულია:

ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 5.4%-ით.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.4%-ით;
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.1%-ით;
  • ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 13.8%-ით; 
  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3%-ით;
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15%-ით;

რაც შეეხება სურსათს, ფასებმა მოიმატა:

  • ზეთი და ცხიმი – 40.2%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 12.3%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო – 10.1%;
  • თევზეული – 9.4%;
  • პური და პურპროდუქტები – 6.4%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 6.1%;
  • რძე, ყველი და კვერცხი – 6.1%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები – 4.6%;

ფასები შემცირებულია:

ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 22.2%-ითა და ხილსა და ყურძენზე – 18.2%-ით.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...