მთავარისიახლეებისაზოგადოებააშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ზუგდიდის ამერიკული კუთხის გაფართოება აღნიშნა

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ზუგდიდის ამერიკული კუთხის გაფართოება აღნიშნა [Video]

Published on

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა დეგნანმა ზუგდიდის ამერიკული კუთხის გაფართოება აღნიშნა. საელჩოს თანამშრომლობა ზუგდიდის საჯარო ბიბლიოთეკასთან 14 წლის წინ დაიწყო და ათასობით ბავშვს ინგლისური ენის პრაქტიკისა და ახალი უნარების შესწავლის შესაძლებლობა მიეცა. თუმცა, კუთხეს, ელჩის განცხადებით,  ყოველთვის აკლდა საკმარისი სივრცე. ამიტომ, საელჩომ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ერთობლივი მუშაობით ამერიკული კუთხე გააფართოვა, რათა ყველას მიეცეს  საშუალება განავითაროს  ის უნარები, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ-ეკონომიკური განვითარებისა და დასავლური ინტეგრაციისთვის ესაჭიროება.- აღნიშნა კელი დეგნანმა.განახლებული სივრცის დათვალიერების შემდეგ, ელჩი ბოტანიკურ ბაღში, ამერიკული კუთხის მიერ მოწყობილ კონცერტსა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენას დაესწრო. კონცერტის ბოლოს, კელი დეგნანმა   ამერიკული კუთხის მოხალისეები და პროექტის ფარგლებში მიმდინარე სხვადასხვა პროექტების ხელმძღვანელები სერთიფიკატებით დააჯილდოვა.

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...