მთავარისიახლეებიმსოფლიოვიქტორია ნულანდი პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილედ დაინიშნა

ვიქტორია ნულანდი პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილედ დაინიშნა

Published on

პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე ვეტერანი დიპლომატი ვიქტორია ნულანდი დაინიშნა. ამის შესახებ აშშ-ის სენატის პრესსამსახურმა twitter-ზე დაწერა.

“სენატმა პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილედ ვიქტორია ნულანდი დაამტკიცა” – წერს სენატის პრესსამსახური

ნულანდი ობამას ადმინისტრაციის დროს იკავებდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობას. გასულ წლებში, ის აკრიტიკებდა აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, საგარეო პოლიტიკას – განსაკუთრებით კი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, დაშოშმინების პოლიტიკას. 

შეგახსენებთ, რომ ნულანდს ნათქვამი  აქვს, რომ საქართველომ ბოლო წლებში წინსვლას მიაღწია, 2012 წლის არჩევნების, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების, ენერგიული მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბების, მედიის მეტი თავისუფლების, პოლიციასა და ციხეში წამების აღმოფხვრის მცდელობისა და საგარეო პოლიტიკაში განგრძობადობის ჩათვლით – მან შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ყოფილი პოლიტიკური ლიდერებისადმი მოპყრობაზე. იმ დროს ბულანდმა თქვა, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ არ უნდა მოახდინოს სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლა და თუ როგორ მოეპყრობა მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებს, მნიშვნელოვნად აისახება მის ურთიერთობაზე აშშ-თან და ევროპასთან. 

არავის სურს, საქართველოს უკუსვლა იხილოს. კარგად გვესმის, რომ ამ მთავრობამ არჩევნებში წარსული დანაშაულებების გამოსწორების დაპირებებით გაიმარჯვა, თუმცა ჩვენ მყარად გვჯერა კანონის უზენაესობის და ეს არ უნდა გახდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების, თუნდაც პოლიტიკური ანგარიშსწორების აღქმის შენიღბვის საშუალება. დაცული უნდა იყოს სრული გამჭვირვალობა, უნდა იყოს უზრუნველყოფილი კანონის უზენაესობის სათანადო პატივისცემა, რადგან მთელი მსოფლიო აკვირდება. და ეს უშუალოდ ეხება საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ყველა ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ამრიგად, საქართველომ არ უნდა გადაუხვიოს დემოკრატიის გზიდან. სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად ეკონომიკის მდგომარეობა მაღელვებს. ჩვენ გვინდა, რომ ქართველები წინ იხედებოდნენ და არა უკან”.

სიახლეები

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული...

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, ტელევიზიამ საქართველოს მეხუთე...