მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახიშვილი, შოთაძე თუ შავაძე - ბადაშვილის შესაძლო შემცვლელად სამი კანდიდატურა განიხილება

კახიშვილი, შოთაძე თუ შავაძე – ბადაშვილის შესაძლო შემცვლელად სამი კანდიდატურა განიხილება

Published on

კახიშვილი, შოთაძე თუ შავაძე – ვინ გახდება ახალი მთავარი პროკურორი? მედიაში უკვე ვრცელდება, რომ შესაძლოა დასახელებული სამი კანდიდატიდან სწორედ ერთ-ერთმა შეცვალოს გიორგი ბადაშვილი და გახდეს საქართველოს მთავარი პროკურორი. გარვცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ თანამებობაზე შესაძლოა სასჯელაღსრულებისა ამჟამინდელი მინისტრი კახი კახიშვილი ვიცილოთ, თუმცა არც მოქმედი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძისა და არც ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარის პაატა შავაძის კანდიდატურები გამოირიოცხება. აქედან ერთ-ერთს ახალი წესის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა 15 კაციანი საპროკურორო საბჭო მთავარი საგამოძიებიო უწყების ხელმძღავნლად აირჩევს. მიმდინარეობს თუ არა კანდიდატურებთან მოლაპარაკება და იყო თუ არა შეთავაზება ამაზე ჯერ არ საუბრობენ, თუმცა პაატა შავაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ მასთან კონსულტაციები უახლოეს პერიოდში დაიწყება.  კომენტარები კეთდება ოპოზიციაში.  უმცირესობა ბადაშვილის ჩანაცვლების დაჩქარებას ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ყოფილი პრემიერი ბოლო დროს გიგი უგულავასთან დაკავშირებით განვითარებული პროცესების გამო პროკურატურის მუშაობით უკმაყოფილოა. გენერალურ პროკურატურაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე ასევე ექსპერტებიც საუბრობენ. თავად ბადაშვილის უწყებაში ბრალდების მხარის სისუსტეს არ აღიარებენ, თუმცა ამ თემაზე მმართველ გუნდშიც არ არის ერთიანი პოზიცია. პრეტენზიები პროკუტარურასთან პარლამენტის თავმჯდომარესაც აქვს. 

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...