მთავარისიახლეებიმსოფლიოოსკარის ტრიუმფატორი NOMADLAND და მესამე ოსკარი ენტონი ჰოპკინსს

ოსკარის ტრიუმფატორი NOMADLAND და მესამე ოსკარი ენტონი ჰოპკინსს

Published on

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების რიგით 93-ე ცერემონია დასრულდა.

გამარჯვებული კი ქლოე ჟაოს დრამა Nomadland გახდა. სურათმა საუკეთესო ფილმის, რეჟისორისა და მსახიობი ქალის კატეგორიებში გაიმარჯვა.

Nomadland-ის მთავარი გმირები თანამედროვე მომთაბარეები არიან, რომლებიც სამუშაოს ძიებაში ამერიკის სამხრეთ შტატებში ქალაქიდან ქალაქში ფურგონებით გადაადგილდებიან.

2021 წლის ოსკარების დაჯილდოების ცერემონიის გამარჯვებულთა სია კი ასე გამოიყურება:

საუკეთესო რეჟისორი ქლოე ჟაო (Nomadland)

ქლოე ჟაო ჩინელი რეჟისორია, სცენარისტი, მემონტაჟე და პროდიუსერია, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს. ჟაომ კრიტიკოსთა და მაყურებელთა ყურადღება 2017 წელს, ინდი დრამით The Rider მიიქცია.

Nomadland ჟაოს რიგით მესამე ფილმია, ოსკარამდე რეჟისორმა ოქროს გლობუსი და BAFTA მიიღო.

ამ არჩევანით  ამერიკის კინოაკადემიამ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და 2021 წლის საუკეთესო რეჟისორად, Nomadland-ის შემქმნელი დაასახელა.

პირველად ამ კატეგორიაში ქალმა რეჟისორმა, ქეთრინ ბიგელოუმ, 2009 წელს გაიმარჯვა. სულ ოსკარის 93-წლიან ისტორიაში ოქროს ქანდაკებაზე შვიდი ქალი რეჟისორი იყო წარდგენილი. 

საუკეთესო მსახიობი ქალი

ფრენსის მაკდორმანდი (Nomadland)

ფრენსის მაკდრომანდი  განსახიერებული როლისთვის მერილ სტრიპს გაუთანაბრდა და კარიერაში მესამე ოსკარი მოიპოვა. 

კატეგორიაში მაკდორმანდის კონკურენტები იყვნენ ერთი ოსკარის მფლობელი და ოთხჯერ ჯილდოზე წარდგენილი ერთადერთი შავკანიანი მსახიობი ქალი, ვაიოლა დევისი, მსახიობები კერი მალიგანი, ანდრა დეი და ვანესა კირბი.

საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში მთავარ ფავორიტად კერი მალიგანი მიიჩნეოდა. ასევე კარგი შანსები ჰქონდა ვაიოლა დევისს. დაჯილდოების პირველი მოულოდნელობა სწორედ მაკდორმანდის გამარჯვება გახდა.

მაკდორმანდი ფილმში თანამედროვე მომთაბარე ქალს ასახიერებს, რომელიც სამხრეთის შტატებში ფურგონით გადაადგილდება.

საუკეთესო მსახიობი კაცი ენტონი ჰოპკინსი (The Father)

ოსკარი ენტონი ჰოპკინსს, The Father-ში შესრულებული როლისთვის გადასცა. 

მსახიობისთვის ეს რიგით მეორე ოსკარია, პირველი ოქროს ქანდაკება ჰოპკინსმა კრავთა დუმილში შესრულებული ლეგენდარული როლისთვის მიიღო.

კატეგორიის გამოკვეთილი ფავორიტი შარშან მოულოდნელად გარდაცვლილი ჩედვიკ ბოუზმენი იყო, რომელმაც, სიკვდილის შემდეგ, როლისთვის ოქროს გლობუსი და კინომსახიობთა გილდიის ჯილდო დაიმსახურა.

რამდენიმე კვირის წინ ამავე როლისთვის მსახიობს ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდო, BAFTA გადაეცა.

თავად მსახიობი დაჯილდოების ცერემონიას არ დასწრებია.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...