მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. მის ფსიქიკურ მდგომარეობას ექსპერტიზა შეისწავლის

საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. მის ფსიქიკურ მდგომარეობას ექსპერტიზა შეისწავლის

Published on

თბილისში, ავლაბარში, საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულს ნიკოლოზ წურწუმიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 30 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

პროკურატურაში ამბობენ, რომ ბრალდებულმა 16 აპრილს, საქართველოს ბანკის ექსპრეს სერვისცენტრში, ხმოვანი პისტოლეტით, მძევლად ხელში ჩაიგდო სერვისცენტრის ოთხი თანამშრომელი, სერვისცენტრის უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრატორი და საოპერაციო დარბაზში მყოფი სერვისის მომხმარებელი.

“ნ.წ.-მ იარაღის გამოყენების მუქარით, ბანკში მყოფ პირებს შესასვლელი კარი ჩააკეტინა და მათ თავისუფალი გადაადგილების უფლება შეუზღუდა. შემდეგ კი იარაღის გამოყენების მუქარით, იძულებით ერთ-ერთ თანამშრომელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ 112-ის ცხელ ხაზზე დაარეკინა და მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ გარკვეული პირობები დააყენა”, — აღნიშნავენ უწყებაში.

ისინი არ აკონკრეტებენ, რას ითხოვდა ბრალდებული. უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის. პროკურატურაში ამბობენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ნ.წ.-ს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” და “ი” ქვეპუნქტებით წარუდგინა, რაც გულისხმობს მძევლად ხელში ჩაგდებას იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულოს ორგანიზაცია და პირი, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება — ჩადენილი ორი და მეტი პირის მიმართ, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით. ეს მუხლი 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

მარკ რუტე – უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს

უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს - ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ...

“ოცნება” ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

"ვადამდელი არჩევნები არ იქნება" - ასე პასუხობენ "ოცნებაში" კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან მორიგ...

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის...

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს...