მთავარისიახლეებისამართალიგიორგი მუმლაძის პროცესი 14:00 საათზე ჩაინიშნა. პროკურატურა საპატიმრო გირაოს - 5 000...

გიორგი მუმლაძის პროცესი 14:00 საათზე ჩაინიშნა. პროკურატურა საპატიმრო გირაოს – 5 000 ლარს ითხოვს

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაკავებული სამოქალაქო აქტივისტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, გიორგი მუმლაძის პროცესი 14:00 საათზე ჩაინიშნა. მოსამართლე რომან ხორავა იქნება. პროკურატურა საპატიმრო გირაოს – 5 000 ლარს ითხოვს, მუმლაძეს კი თავდებში უნივერსიტეტის თანამშრომლები უდგებიან.

“კადრებში ჩანს თუ რა ხდებოდა, როგორ ახრჩობდნენ, როგორ ძალადობდნენ გიორგიზე, იმის გამო, რომ ადამიანი არ დამხრჩვალიყო, ხელები დაკავებული ჰქონდა და ერთადერთი საშუალება რაც იყო უკბინაო რომ ამოესუნთქა ადამიანს, ამის გამო აკავებენ, ეს არის სრული აბსურდი”, – თქვა მუმლაძის ცოლმა, ლელა რობაქიშვილმა.

სასამართლო პროცესის პარალელურად სასამართლოს  ეზოში აქცია გაიმართება, სადაც გიორგი მუმლაძის მხარდამჭერები, ილიაუნის ლექტორები და თანამშრომლები შეიკრიბებიან.

შეგახსენებთ, შსს-მ მუმლაძეს პოლიციელზე ძალადობას ედავება. ის “ქართული ოცნების” ოფისთან გამართული აქციის დროს, 14 აპრილს დააკავეს. მმართველი პარტიის ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები ოკუპირებული რეგიონიდან გადმომსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, იძულებითი კარანტინის გაუქმებას ითხოვდნენ.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...