მთავარისიახლეებიეკონომიკამორიგი დარტყმა ლარის კურსზე - ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო მთავრობას საგარეო ვალის...

მორიგი დარტყმა ლარის კურსზე – ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო მთავრობას საგარეო ვალის დაბრუნება 2-ჯერ მეტი თანხით უწევს

Published on

დღეს, 12 აპრილს საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტიდან მილიარდ 700 მილიონი ლარის ოდენობის საგარეო ვალი უნდა დაფაროს. სპეციალისტების განმარტებით, ამით 10 წლის წინ აღებული 500 მილიონი დოლარის ძირი დაიფარება, რასაც დაემატება მიმდინარე წლის პროცენტი 34,5 მილიონი დოლარის ოდენობით.

მათი თქმით, ხელისუფლება ვალისთვის საჭირო თანხას ეროვნული ბანკიდან ყიდულობს, რაც კიდევ უფრო შეამცირებს უცხოური ვალუტის რეზერვებს. ეკონომისტები ამბობენ, რომ მთავრობას ამ ვალის დასაფარად ჯობდა ახალი ვალი აეღო, ვიდრე თანხა ბიუჯეტიდან დაეფარა.

ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო მმართველ პარტიას ვალის დაბრუნება 2-ჯერ მეტი თანხით უწევს, რადგან  2011 წელს, ევროობლიგაციების გამოშვების დროს 500 მილიონი დოლარის ღირებულება 832 მილიონი ლარი იყო, ამჟამად კი მილიარდ 700 მილიონ ლარზე მეტია.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ემინ ალიევს, რომელმაც ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გაგუდა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ...

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...