მთავარისიახლეებისაზოგადოებაენგურის გადმოლახვის დროს დაღუპული ცოლ-ქმარი ოკუპირებულ გალში გადაასვენეს

ენგურის გადმოლახვის დროს დაღუპული ცოლ-ქმარი ოკუპირებულ გალში გადაასვენეს [Video]

Published on

მდინარე ენგურის გადმოლახვის დროს დაღუპული ცოლ-ქმარი, მშობლიურ სოფელში დღეს გადაასვენეს. ცხედრები ენგურის ხიდამდე  ახლობლებმა და მოქალაქეებმა  გააცილეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კი მათ ოჯახის წევრები, მეზობლები და ნათესავები დახვდებიან, მათ შორის  მცირეწლოვანი შვილები,    რომელთაგან ყველაზე უმცროსი 7 წლისაა.

კიდევ ორი გარდაცვლილი ოკუპირებულ  გალში უკვე გადაასვენეს. ოთხივე მათგანი 2 დღის წინ  სოფელ შამგონასა და ორსანტიის მიმდებარედ იპოვეს. დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტების საყიდლად, სოციალური დახმარების ასაღებად და ერთ-ერთი ოჯახისთვის, რომელსაც შვილიშვილი შეეძინა, საჩუქრების საყიდლად ცდილობდნენ გადმოსვლას. გალში მცხოვრებ მოსახლეობას ენგურის ხიდზე გადმოსვლა შეზღუდული აქვს მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ საქართველოში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ერთადერთ გადასასვლელი ჩაკეტა. ახლა კი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლის შემთხვვაში მოქალაქეებს  საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწესებული 5 დღიანი კარანტინის გავლა უწევთ, რაც მათ პირობებს მორგებული არ არის.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...